Home » საზოგადოება » ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე
ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე

ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე

საქართველოსთვის მაპის მინიჭებამ რუსეთის მხრიდან შესაძლოა კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი გამოიწვიოს, – რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში, 2008 წლის საშინელი აგვისტოს სცენარი გაიხსენოს.

სწორედ ამიტომ, იგი დემონსტრაციულად არღვევს საქართველოს საჰაერო საზღვარს, ამით იგი ცდილობს საქართველოს მისი საბრძოლო მზადყოფნა აუწყოს. საბოლოო ჯამში კი, მაპი საქართველოსთვის უსაფრთხოების მინიჭების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ნატო-სკენ სვლა უნდა შეწყვიტოს, – აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსს” სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

„ჯეიმს აპატურაიმ საკითხი რეალურად დასვა და სამწუხაროდ, ის მართალია. სიტუაცია ამერიკასა და რუსეთს შორის გამწვავდა და ვიხილეთ ახალი ცივი ომი, რომელიც ცხელ ფაზაში გადადის. არცერთი მხარე არ გამორიცხავს იდეას სამხედრო დაპირისპირებას.

„რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტმა უკვე გასცა ბრძანება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, რომ მოამზადოს ქვეყანა საომარი ვითარების პირობებისათვის და სწორედ ამ დონეზეა მისული საქმე, ეს ყველაფერი ყოველგვარ გონივრული საზღვრის მიღმა გადავიდა. ბირთვული შეიარაღებაზეა საუბარი, როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან მიმართებაში.

„ვხედავთ, რომ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა და ბუნებრივია, ნატო ამ ფერხულში ჩართულია; ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება, ჩვეულებრივ, ნატო-ზე აისახება. რუსეთი აგრესიულად უყურებს ნებისმიერ გამოჩენას, ეს იქნება ნატო-ს შეიარაღებული ძალებისა თუ ამერიკის.

„დღეს მომაწოდეს კადრები, სადაც ჩანს რუსეთის სამხედრო ვერმტფრენები როგორ არღვევენ სააკაშვილი-სარკოზის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და დემონსტრაციულად არღვევენ ჩვენ საჰაერო სივრცეს. ისინი იმიტაციას ახორციელებენ საბრძოლო ოპერაციის განვითარებაზე,” – აღნიშნა მან.

მაისაიამ 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაპი საქართველოსთვის უსაფრთოხების გარანტიას არ წამოადგენს და ამიტომაც, უსაფრთხოებაზე საუბარს იმ შემთხვევაში შეძლებს საქართველო, თუკი იგი ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება.

„აპატურაიმ სწორედ ეს აღნიშა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, მაპი საქართველოსთვის უსაფრთხოების მინიჭების გარანტია არ არის. სხვა საკითხი იქნება, თუკი ჩვენ მაპის შემდეგ გავხდებით ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

„აპატურაიმ განაცხადა, რომ მაპის მინიჭებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსული აგრესია, – მიუხედავად ამისა, მგონია რომ ნატო-ს მიმართულებით მაინც უნდა გავაგრძელოთ გზა. ნატო-ს ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე არ უნდა მივცეთ რუსულ მხარეს იმის საშუალება, რომ პროვოკაციული ქმედება მოგვიწყოს და გავებათ იმ ხაფანგში, რომელში 2008 წელს დაგვიგო. გავებით ამ მახეში იმიტომ, რომ მაშინ ნატო-ს ხელმძღვანელობას არ მოვუსმინეთ, ისინი ჩვენ გვაფრთხილებდნენ და დღესაც იგივე სიტუაცია მეორდება.

მისი თქმით, მაპის მინიჭების შემდეგ ჩვენ ვერ შევძლებთ მე-5 მუხლის ვალდებულებების ამოქმედებას, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს.

„რუსული სამხედრო ინტერვენცია პირდაპირ დაემუქრა მას და ამიტომაც, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათავსოს ბრიტანულ-კანადური და ამერიკული შენაერთები. საუბარია, მოტორიზირებულ ბატალიონებზე, რომლებიც განთავსდება ბალტიის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში. ნატო-მ და ბალტიის სახელმწიფოებმა აამოქმედა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.

„ჩვენთან მიმართებაში მე-5 მუხლის ვალდებულება ვერ ამოქმედდება, სანამ არ გავხდებით ნატო-ს წევრი. მაპი კი ამის გარანტიას არ იძლევა. მაპის საშუალებით ჩვენ შეგვიძლა ავამოქმედოთ მე-5 მუხლით გათვალისიწინებული ვალდებულება, რომელიც შეზღუდული სამხედრო ტიპის დახმარების ელემენტებს მოიცავს, ისიც თუ ამოქმედდება სპეციალური მექანიზმი ნატო-ს ხელმძღვანელობისაგან,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისათვის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჯეიმს აპატურაიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის მაპის ამინიჭებას გულისხმობს. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ შეუქმნას საფრთხე. ჩრდილოეთატლანტიკური ალიანისის წევრი სახელმწიფოები ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, სწორედ ამიტომ იკავებენ თავს – ამის შესახებ აპატურაიმ „ინტერპრესიუსთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

Share