Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს
ნათია თურნავა - მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს

ნათია თურნავა – მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს

„ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს  გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ქვეყანამ შესაბამისი კანონმდებლობა გაამკაცრა.

„მანამდე ჰესის მშენებლობა შედარებით მარტივი იყო. დღეს გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობას და ინვესტორს, რადგან მომზადდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ამაღლდა სოციალური პასუხისმგებლობა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას. ყოველივე ეს დიდ სამუშაოს საჭიროებს. ამის გამო, რიგი ობიექტების მშენებლობა შეფერხებული იყო და დღესაც ფერხდება. ჩვენ ისინი ზედმეტი ხმაურის გარეშე გავხსენით. ზოგჯერ, როდესაც არ არის აჟიოტაჟი, თქვენც, მედია არ ინტერესდებით და ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, რომ მცირე და საშუალო ჰესები შენდება. ჩვენ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ და ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ. დადგმული სიმძლავრე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Share