Home » საზოგადოება » ნათია თურნავა: ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, ვირუსის უფრო მაღალ გავრცელებას მივიღებდით

ნათია თურნავა: ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, ვირუსის უფრო მაღალ გავრცელებას მივიღებდით

„ჩვენ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, მივიღებდით ვირუსის ძალიან სწრაფ და მაღალ გავრცელებას“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ განაცხადა.

„ვიცი, დიდი პრეტენზიაა და მათ მართლაც უჭირთ, რადგან ეს სეზონი მათთვის მართლაც დაიკარგა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, მივიღებდით ვირუსის ძალიან სწრაფ და მაღალ გავრცელებას, და უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევდა, შეიძლება იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი.

ჩვენ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს. წელს მთელ მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share