Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – ,,საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული“

ნათია თურნავა – ,,საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული“

საქართველოსთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კვლავ გამოწვევად რჩება – ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

თურნავას თქმით, უცხოელ ინვესტორებთან შედარებით, ადგილობრივი ბიზნესი ბევრად მეტად ენდობა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, სტაბილური ვითარების და ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო.

„მართალია, კვლავ გამოწვევად რჩება უცხოური ინვესტიციები, რომლის მოცულობაც უნდა გავზარდოთ. ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ პანდემიის მიუხედავად მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა.

თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავარწმუნოთ. საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული. კი ბატონო, რომელიმე სხვა ქვეყანაში შეიძლება არ ჩადოს ინვესტორმა ინვესტიცია, მაგრამ ჩვენთან წამოვიდეს. ამას სჭირდება ძალისხმევა და დრო. მართლაც რთულია პანდემიიდან მეორე წელს დაარწმუნო მასშტაბურად ინვესტორი, რომ საქართველოში წამოდი და ჩადე ფული. ბევრი დარგი პრობლემას შეეჯახა…
გვიხარია, რომ ადგილობრივი ინვესტორები ენდობიან ეკონომიკას. ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უცხოური ინვესტიციების ჩადებაც გააქტიურდება. ვაპირებთ წელს დადებითი ტენდენცია ვაჩვენოთ სრულიად მსოფლიოს.
ეს უკვე აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. თუკი მოვახერხებთ, რომ ორნიშნა ზრდის ტემპით დავასრულებთ ამ წელს, უფრო მეტი მატერიალური სადემონსტრაციო ფაქტი გვექნება, რომ საქართველო მიუხედავად პანდემიისა, სწრაფად აღდგა აგრძელებს რეგიონში ლიდერად ყოფნას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა თურნავამ ,,საქმეში“. ​

Bpn.ge

Share