Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – სახელმწიფო ვალის შემცირება მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება

ნათია თურნავა – სახელმწიფო ვალის შემცირება მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება

მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ვალის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმაშია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებლების განმტკიცება.

„ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გაეზარდა საგარეო ვალი პანდემიის პირობებში. მომდევნო წლებში, მოხდება სახელმწიფო ვალის შემცირება. რომ არა პანდემია და მასთან დაკავშირებული სოციალური და სამედიცინო ხარჯები, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა.

სწორედ ამის სჯერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, დონორ ორგანიზაციებს და სარეიტინგო ორგანიზაციებს, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული რეიტინგი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო – 276.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

Share