Home » საზოგადოება » ნათია თურნავა: როდესაც ტურისტი შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ყველგან გატესტილი პერსონალი დახვდება

ნათია თურნავა: როდესაც ტურისტი შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ყველგან გატესტილი პერსონალი დახვდება

„ტურისტი როდესაც შემოდის, უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც მივა, გატესტილი პერსონალი დახვდება და პირბადის ტარების წესი იქნება დაცული“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა მხრიდან რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ტურისტი უფრო თამამად შემოვა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც ყველა ინდუსტრიაში იგეგმება.

„სასტუმროებთან ამ კვირაში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა, რათა უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი გავამყაროთ. ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, უსაფრთხო მასპინძლის იმიჯი – ვუმასპინძლოთ პირველ ჯუფებს, მათ შორის ვაქცინირებულ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად უბრუნდებიან ტურისტულ აქტივობას. ასევე ნეგატიური PCR ტესტებით შემოსულებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share