Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

ნათია თურნავამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების დეტალები განმარტა. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე გააკეთა.

„ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი და ექსპორტი ჩვენი სავალუტო შემოსავალი არის, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე არის, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან და ჩავანაცვლოთ იმპორტი, მიიღებენ ჩვენი პროგრამიდან კომბინირებულ დახმარებას.

ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და პლუს, სრულიად ახალი კომპონენტი არის გრანტი.

გრანტი იქნება აღებული სესხი 15%-ის ოდენობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო აიაფებს დაფინანსებას და ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ აქამდე „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში თანასუბსიდირება 3 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამიერიდან დახმარება სესხის მთლიანი ხანგრძლივობის პერიოდზე გაგრძელდება.

Share