Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა: ჩვენმა ეკონომიკამ უკვე დაადასტურა, რომ გარე შოკების მიმართ მდგრადია

ნათია თურნავა: ჩვენმა ეკონომიკამ უკვე დაადასტურა, რომ გარე შოკების მიმართ მდგრადია

ჩვენმა ეკონომიკამ უკვე დაადასტურა, რომ გარე შოკების მიმართ მდგრადია. ამაზე უფრო დიდი შოკი, რაც არის ეს, გლობალური პანდემია, ალბათ, რთულად თუ გაგვახსენდება, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც არსებული ეკონომიკური გამოწვევები შეაფასა.

„თქვენ ხედავთ, რაოდენ პოზიტიური ტენდენციები ვითარდება ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ეპიდემიოლოგიური ვითარება მუდმივად სამართავია.

თქვენ ხედავთ, როგორ რთულად ვახერხებთ ბალანსის მიღწევას, მაგალითად, იმ ამოცანას შორის, რომ ტურიზმი აღორძინდეს, კვლავ გაიხსნას, ტურისტული სეზონი კვლავ ჩატარდეს.

ადამიანებმა დაისვენონ და ასევე ვმართოთ ეპიდვითარება, ეს მარტივი არ არის. ბევრ სხვა ქვეყანასაც არ შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბალანსი ხელახლა მოსაპოვებელია.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ წელიწადი დავასრულოთ საგრძნობი ეკონომიკური ზრდით და ადამიანებმა არა თუ არ დაკარგონ სამუშაო ადგილები, არამედ უმუშევრობა მაქსიმალურად დავძლიოთ. კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ და ეს სიღარიბის დაძლევაზე პირველ რიგში აისახება“, – განაცხადა თურნავამ.

Share