Home » საზოგადოება » “ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები”
"ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები"

“ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები”

არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სამართლებრივი რეგულაციები იმდაგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

► ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება

“ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, სწორად დაგეგმილი და სწორად განხორციელებული. არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რა ფორმითაც ის არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე უცვლელი სახით გავა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. ამასთან, გუნდში შეჯერება შესაძლებელია. ძალიან ბევრია შეხების წერტილები, თუნდაც ის, რომ არ დავიჭიროთ ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი: პრაქტიკა და გაცხადებული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა

Share