Home » საზოგადოება » ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს ეხმაურება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს ეხმაურება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“ (შპს „ენკა რინიუებლზ“) არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს ეხმაურება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა და არღვევს სანებართვო პირობებს, რადგანაც შპს „ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია.
კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.
 2020 წლის 10 ნოემბერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად (თანდართული დოკუმენტი), სააგენტოს 13.10.2020 წლის Nმ-429 ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა ქვედა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დადგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში.
აღნიშნული სამუშაოები სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვა №60-04-ის ფარგლებში ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ შესაბამისი დოკუმენტი: https://bit.ly/3dcC6Ph
Share