Home » ახალი ამბები » ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში დამატებით ორი კარავი გაშალეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში დამატებით ორი კარავი გაშალეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში, სოფელ ტვიშსა და გუმათში, „ენკას“ ოფისის წინ, დამატებით ორი კარავი გაშალეს. ამის მიზეზად ისინი 23 მაისისთვის სამზადისს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს სტრატეგიის ნაწილია.

მათი განმარტებით, „ენკა“ ხეობაში უკანონო საქმიანობას ახორციელებს, ამიტომ მისი ტექნიკა იქ სამუშაოდ არ უნდა შედიოდეს. მათივე თქმით, გამოიწვევს თუ არა ეს ესკალაციას, დამოკიდებულია დინამიკურ პროცესებზე, თუმცა თავად ხელოვნურად ამას არ შეეცდებიან

ისინი აცხადებენ, რომ ხეობაში სამუშაოების შეჩერებისთვის ყველაფერს გაკეთებენ.

Share