Home » საზოგადოება » „ნამახვანჰესის“ აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს

„ნამახვანჰესის“ აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს

თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან,- „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენკა“ ავრცელებს.

როგორც ლომინაძე აღნიშნავს, თუ მათ დღის წესრიგშია პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ვერაფერს მოიმოქმედებენ.

„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან, მაგრამ თუ მათ დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამსა და მის გარემოცვას დაგვისხნდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორის თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს კომუნიკაციასა და დიალოგს.

„კამათი შობს ჭეშმარიტებას, მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროტესტს წყვეტს, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია, მხარეების მოსმენა.

აქვე ვიტყვი, თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან კითხვები და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ დიდი სურვილი მაქვს, რომ ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო“,-აცხადებს მერაბ ლომინაძე.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერაბ ლომინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ გამოთქვა დიალოგის სურვილი, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა, რომ მას კითხვები არა კომპანიასთან, არამედ პრემიერ-მინისტრთან აქვს.

Share