Home » საზოგადოება » ნაკრების მწვრთნელებს ხელფასი უმცირდებათ, პრემიებს კი შედეგების მიხედვით მიიღებენ
ნაკრების მწვრთნელებს ხელფასი უმცირდებათ, პრემიებს კი შედეგების მიხედვით მიიღებენ

ნაკრების მწვრთნელებს ხელფასი უმცირდებათ, პრემიებს კი შედეგების მიხედვით მიიღებენ

“ახალი სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ნაკრებების მწვრთნელების ფიქსირებული ხელფასი იქნება შედარებით დაბალი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შედეგს, მინიმალურ მიზანს ნაკრები მიაღწევს, მოხდება საჰონორარო სისტემის დანერგვა”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემი ინიციატივით, აღმასკომის სხდომაზე ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ზოგადად ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელების ხელშეკრულებების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს.

ვაპირებთ, დავნერგოთ ახალი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე. ითვალისწინებს იმას, რომ ფიქსირებული ხელფასი იქნება შედარებით დაბალი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შედეგს, მინიმალურ მიზანს ნაკრები მიაღწევს, მოხდება საჰონორარო სისტემის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს დანარჩენი იმ თანხის ანაზღაურებას, რაც იქნება ხელშეკრულებაში გაწერილი. ეს ახალი სისტემა ეხება როგორც ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელსაც”, – განაცხადა კობიაშვილმა.

Share