Home » მსოფლიო » ნახტომისებური ზრდა – თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფები გაორმაგდა

ნახტომისებური ზრდა – თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფები გაორმაგდა

როგორც რუსული “კომერსანტი”  წერს, მიმდინარე წლის ოქტომებრში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტვირთის გადაზიდვის განაკვეთები, სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა და წყნარი ოკეანის მარშრუტზე დღეში 200 ათას დოლარს გადააჭარბა, ხოლო ატლანტის ოკეანაში კი 140 ათას დოლარს მიუახლოვდა.

ანალიტიკოსები ნახტომისებურ ზრდას გაზის მაღალ ფასებსა და ტანკერების დეფიციტს უკავშირებენ. ამავდროულად, შესამჩნევია ფასების სხვაობა ევროპასა და აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფებში. ეს დაკავშირებულია აზიის გაზის უფრო მაღალ ფასებთან ჩინეთის ენერგოდეფიციტის ფონზე, რაც რეგიონს უფრო მიმზიდველს ხდის და იწვევს წყნარი ოკეანის გემებზე მოთხოვნის გაზრდას.

Baltic Exchange-ის მონაცემებით, ავსტრალიური ტანკერებით ტოკიოში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება 180 ათასი კუბური მეტრი ტევადობით, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დღეში 76 ათასი დოლარი ღირდა, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მისმა ფასმა 98 ათასი დოლარს მიაღწია, ხოლო 5 ოქტომბერს უკვე 123 ათასი დოლარს, 19 ოქტომბერს კი 262 ათასი დოლარი დღეში.

სატვირთო ტარიფების ზრდა თხევადი ბუნებრივი აირის აღინიშნება არა მხოლოდ წყნარი ოკეანის, არამედ ატლანტის ოკეანის პორტებისთვის. სააგენტო Spark Commodities-ის ინფორმაციით, 160 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ტანკერის დღიური ტარიფი წყნარი ოკეანის პორტებამდე 19 ოქტომბრისთვის 202,5 ​​ათასი დოლარს შეადგენდა დღეში, ატლანტის ოკეანის პორტებამდე კი 138.2 ათას დოლარს დღეში, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე მაღალია 2021 წლის იანვრის შუა რიცხვების შემდგომ.

“ატლანტისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით მიმავალი ტანკერების სატვირთო ტარიფებს შორის ფასების მნიშვნელოვანი სხვაობა განპირობებულია ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული მდგომარეობით”, – ამბობს Vygon Consulting კონსულტანტი ივან ტიმონინი.

მისი თქმით, ჩინეთში ენერგორესურსების დეფიციტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეგრეთ წოდებული “აზიური პრემიის ღირებულება”.

ჩინეთში ენერგორესურსების დეფიციტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეგრეთ წოდებული “აზიური პრემიის ღირებულება”, სხვაობა ბუნებრივი აირის ღირებულებაში აზიასა და ევროპაში. ეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს გაზის მიმწოდებლებისთვის, რაც თავის მხრივ ზრდის წყნარი ოკეანის ტანკერებზე მოთხოვნას“, – ამბობს ის.

სანდრო პირველი

Share