Home » საზოგადოება » მზიურის ტერიტორიაზე ახალი საჩოგბურთო ბაზა აშენდება
ახალი საჩოგბურთო ბაზის მშენებლობას სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას უცხადებს-ალექსანდრე მეტრეველი

მზიურის ტერიტორიაზე ახალი საჩოგბურთო ბაზა აშენდება

ვაკეში, მზიურის ტერიტორიაზე ახალი საჩოგბურთო ბაზის მშენებლობა იგეგმება. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით სპორტის მინისტრს და მის პირველ მოადგილეს უკვე შეხვდა.

„მე უკვე მქონდა შეხვედრა სპორტის მინისტრთან და მის პირველ მოადგილესთან. პროექტმა ნამდვილად დაიმსახურა მოწონება და სრული მხარდაჭერაც გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ სპორტის სამინისტროს და ხელისუფლების მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტზე, არამედ, ზოგადად, ქართული ჩოგბურთის აღორძინების საქმეში, რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნოა.

მოკლედ, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ეს, მართლაც, საშვილიშვილო საქმეა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის განვითარებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ღირსეული ნაბიჯია ქართული სპორტის აღორძინებისთვის.”-განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება  ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია.  განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.

Share