Home » ფინანსები » მწარმოებელთა ფასების ინდექსი ივნისში 15.7%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი ივნისში 15.7%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 5.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ქვეჯგუფზე (150.4 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.56 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.0 პროცენტი), მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით (107.8 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (28.7 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

Share