Home » მსოფლიო » მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის „პარლამენტმა“ ე.წ. „ენის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი 27 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, ორმა „კანონმდებელმა“ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ცვლილებების თანახმად, სომხური ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში“ ერთადერთ სახელმწიფო ენად რჩება, თუმცა, მის პარალელურად, რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი ექნება.

ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

Share