Home » მსოფლიო » მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დასრულდა

მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დასრულდა

მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დასრულდა. აეროპორტის გახსნის ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიღებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი 8 თვეში აშენდა.

Share