Home » საზოგადოება » მთავრობის დახმარებით გახსნილი „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

მთავრობის დახმარებით გახსნილი „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

„აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა – საწარმოსთვის დაწესებული შეღავათების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა.

„ამ ეტაპზე, მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედგა შეთანხმება მარტიდან საწარმო მუშაობას განაახლებს, თუ ვერა აზრი არ აქვს წარმოების დაწყებას, არარენტაბელურია“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

შაქრის გადამამუშავებელისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საწარმომ 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა. გასულ წელს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას.

ნიკოლოზ ნათბილაძე გაზაფხულზე ამბობდა, რომ ქარხანა დეკემბრის ბოლომდე 60-65 ათას ტონამდე შაქარს აწარმოებდა, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

წყარო: business-partner.ge

Share