Home » საზოგადოება » მთავრობა ამირან გამყრელიძის პოსტიდან გადაყენების საკითხს განიხილავს

მთავრობა ამირან გამყრელიძის პოსტიდან გადაყენების საკითხს განიხილავს

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

მან ფორმულას განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

Share