Home » საზოგადოება » მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება
მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსმა ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა.  საპროექტო სამუშაოების 80% დასრულებულია, სამშენებლო სამუშაოები კი ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება.  პროექტის მიხედვით, მთაწმინდის საბაგიროს ყველა, ოთხივე ანძა თავიდან აშენდება და ორივე სადგურის პლატფორმა მოეწყობა.

მთაწმინდის ახალი საბაგირო იქნება ისეთივე პრინციპის, როგორც რიყის საბაგიროა, ანუ „გონდოლას“ პრინციპით იმუშავებს. მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა იქნება.

მთაწმინდის განახლებული საბაგირო ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.

Share