Home » საზოგადოება » მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა
მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა

მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება. მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 ათასი ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა.

ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 550 ათასი ლარიც უნდა გამოეყოს.

Share