Home » მსოფლიო » მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი

Orbital Assembly Corporation, ახალი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყოფილი პილოტი ჯონ ბლინკოვი მართავს, 2027 წლისთვის გეგმავს ძვირადღირებული კოსმოსური სასტუმროს გახსნას.

Voyager Station, როგორც მას უწოდებენ, მიზნად ისახავს პირველი კომერციული სასტუმრო გახდეს კოსმოსში, რომელიც 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს დაიტევს.

“ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კოსმოსში მოგზაურობის ეს ოქროს ხანა ძალიან ახლოსაა. ის მოდის. ის სწრაფად მოდის”, – განუცხადა ბლინკოუმ CNN-ს ინტერვიუში.

ამ ტიპის ტურიზმის სერვისის ოქროს ხანა ნამდვილად შეიძლება გახდეს რეალური, რადგან კოსმოსურმა ტურიზმმა დააინტერესა ისეთი ბიზნესმენები, როგორიცაა რიჩარდ ბრანსონი და ილონ მასკი.

ბლინკოვი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ითანამშრომლებენ და პარტნიორები გახდებიან მასკის.

”ჩვენ ჯერ [მასკს] SpaceX-ს ვერ ვუწოდებთ ჩვენს პარტნიორს, მაგრამ მომავალში ველოდებით მათთან მუშაობას”, – თქვა ბლინკოვმა.

პროექტზე მომუშავე გუნდი გეგმავს “კოსმოსური საკვების” შექმნას, მაგალითად როგორიცაა გამხმარი ნაყინის გაყინვა სასტუმროს რესტორანში. დაგეგმილია სპორტული ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა კალათბურთი.

ამ დროისთვის, კოსმოსური სასტუმრო არ აკეთებს კომენტარს ფასების შესახებ. თუმცა, მაგალითად, Virgin Galactic გეგმავს მგზავრების კოსმოსში გაშვებას $ 250,000 დოლარად თითო კაცზე, თითო მოგზაურობაზე.

სანდრო პირველი

architecturaldigest.com

Share