Home » საზოგადოება » მსოფლიო ბანკი: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა

მსოფლიო ბანკი: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა

„COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ბიულეტენშია ნათქვამი.

„COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა

სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება.

ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

როგორც ეკონომიკურ ბიულეტენშია აღნიშნული, გასულ წელს COVID-19-ით გამოწვეული 2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, 2021 წლის ზრდა კვლავაც შენელებულია. შარშანდელი ვარდნა მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა რეგიონის ორი უმსხვილესი ეკონომიკის გამო – თურქეთმა შედარებით სწრაფი აღდგენა შეძლო, ხოლო რუსეთმა შოკისადმი მდგრადობა გამოავლინა.

ამასთან, აღმავალმა მრეწველობამ, ექსპორტზე მოთხოვნის მატებამ, მზარდმა სასაქონლო ფასებმა და ფისკალურმა და მონეტარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო აღნიშნული შედეგის დადგომას.

 

 

Share