Home » მსოფლიო » მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი
მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი

მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი

10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი მსოფლიოში ისინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ძალაუფლების მქონე ოჯახები არიან. მათ საამისოდ სულაც არ სჭირდებათ რომელიმე სახემწიფოს მთავრობაში იყვნენ ან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი შეიარაღებას ფლობდნენ. თავიანთი წარმატებით, მათ მიაღწიეს, რომ ნათლად ან დაფარულად ახერხებენ ადამიანებზე გავლენის მოხდენას. აქ არის წარმოდგენილი მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი.

1. როსჩაილდები
შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ მიზანი მიღწეული გაქვს, როცა ოქროს ფასი შენი ოფისის საზღვრებში წყდება. ეს ოფისი როსჩაილდებს ეკუთვნის, მსოფლიოს ერთ–ერთ უმდიდრეს ოჯახს, რომელიც ფლობდა ყველაზე დიდ საბადოებს სახელად Rio Tinto. ისინი ასევე ფლობდნენ Glenccore-ს დიდ წილს და დღემდე აკონტროლობენ ფინანსურ გიგანტს RIT . მათი სიმდიდრე სათავეს იღებს მე–18 საუკუნიდან, როცა როსჩაილდები საბანკო ინდუსტრიაში ჩაებნენ. მათი გავლენა გაძლიერდა როცა ფულადი დახმარება გაუწიეს ბრიტანეთს ნაპოლეონთან ომში. როსჩაილდების წინაპრები იყვნენ ავსტრიელ და ბრიტანელ დიდებულთა შორის.

2. რუპერტი
ეს ყველაფერი ერთი პატარა სიგარეტის კომპანიით დაიწყო 1941 წელში. ამ პატარა საწარმოდან რუპერტებმა მილიარდ დოლარიანი კორპორაციული იმპერიაა შექმნეს. ისეთი ძვირადღირებული ბრენდები როგორიცაა Cartier, Monte Blanc და Dunhill მათ საკუთრებას წარმოადგენს. ისინი ასევე, აკონტროლებენ Remgro-ს ინვესტიციებს. ამ ოჯახს ასევე გააჩნია ღვინის და ბრენდის დიდი ბიზნესი. სამხრეთ აფრიკის ღვინის წარმოების თითქმის ნახევარი და ბრენდის საწარმოთა 80%–მდე პროცენტი მათ ხელშია. ისინი როსჩაილდების პარტნიორებსაც წარმოადგენენ და აქვთ თავიანთი კერძო საავადმყოფოების ქსელი.

3. ჯენოვესე
გახსოვთ კარლეონეს ოჯახი ნიუორკში ნათლიმამას სერიებიდან, როგორ რისკზე წავიდნენ ისინი ნევადაში კაზინოს ბიზნესში? ჯენოვეს ოჯახი ყველაზე გავლენიანი მაფიოზური ოჯახია ნიუორკის ისტქოსტის მხარეს, ის ამ ისტორიის შთამაგონებელი იყო. ლაკი ლუჩიანოს მიერ 20 საუკუნის დასაწყისში დაარსებული ოჯახი მართავს ორგანიზებულ კრიმინალს ნიუორკიდან ჩიკაგომდე. გათსი მალონმა ლასვეგასში პირველი კაზინოს გახსნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც უფლება მიიღო ჯენოვეებისგან.

4. მაკმაჰონი
ჩვენთვის შეიძლება პროფესიული ჭიდაობა სხვა არაფერია, თუ არა გასართობი სპორტი, მაგრამ მაკმაჰონებმა ის მილიარდ დოლარიან გასართობ ორგანიზაციად აქციეს. საინტერესო ამ ოჯახზე ისაა, რომ ისინი არ ერიდებიან კამერის წინ თავიანთი როლი ითამაშონ, გინდ ჭიდაობის ფანებისგან ზიზღი და დაცინვა მიიღონ. პირიქით ზიზღი და დაცინვა მათ უფრო მეტ ფულსაც კი აძლევს. მათი კომპანია World Wrestling Entertaiment (WWE) იმდენად გაიზარდა, რომ ჩაყლაპა სხვა კომპანიები როგორიცაა WCW და ECW.

5. ასტორი
როდისმე დაინტერესებულხართ ქუჩების და შენობების უმეტესობას ნიუორკში რატომ ჰქვია ასტორი ან ასტორია? ყველა სახელი ერთ დროს ნიუორკში მიწების მფლობელების, ასტორის ოჯახის საპატივცემულოდ არის დარქმეული. მათ მიერ არის აშენებული სასტუმროების უმეტესობა ნიუორკში, საცხოვრებელი ბინებიც და ასევე ნიუორკის საჯარო ბიბლიოთეკაც. მათ თავიანთი საქმიანობა მე–18 საუკუნეში დაიწყეს და ნელ–ნელა გააფართოვეს. ასტორის გვარის ზოგმა წევრმა ბრიტანეთში დიდებულის წოდება მიიღეს და ზოგს კი თემთა პალატაში აქვთ დღესდღეობით ადგილი.

6. კაპეტინგები
ეს ოჯახი ევროპის ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი სამეფო ოჯახია. ძველად როცა ევროპის ქვეყნების უმეტესობა მონარქიული იყო კაპეტინგებისგვარი გავლენას ფლობდა რამოდენიმე ქვეყანაში. მრავალი მონარქი მათ სისხლით ენათესავება. სამი ლათინთა იმპერატორი და ცხრა პორტუგალიის მეფე იყო მათი გვარიდან. ასევე, ორმოცამდე საფრანგეთის მეფე, მათ შორის დღევანდელი სამეფო მემკვიდრეც. დღეს დღეობით როცა საფრანგები რესპუბლიკას წარმოადგენს, მათი წევრები ჯერაც არიან ესპანეთის და ლუქსემბურგის სამეფო ოჯახში.

7. პორშე
პორშე ბევრისთვის ოცნების სპორტული მანქანაა, როცა ვოლცვაგენი რიგითი ადამიანების მანქანად ითვლება. არადა ორივე მანქანა ერთი კომპანიის საკუთრებაა. ახლანდელი მეპატრონე პორშესი ფერდინანდ პიჩია, სუპერ მანქანის შემქმნელის შვილიშვილი. მისი ცოლი კი არის ვოლცვაგენის პატრონი. დიახ, მაქანების მთელი ეს ბიზნესი მხოლოდ ერთ ოჯახს ეკუთვნის.

8. როკფელერები
რა იქნებოდა მსოფლიოს 10 გავლენიანი ოჯახის სია როკფელერების გარეშე? ოჯახის სიმდიდრე მე–19 საუკუნიდან მოდის, როცა ისინი განაგებდნენ ნავთბის ბიზნესს. მათი გავლენა იმდენად დიდი იყო ინდუსტრიაზე, რომ გატარდა სპეციალური კანონი მათი მონოპოლიის მოსაშორებლად. მიუხედავად ამისა მათი გავლენა ჯერაც იგრძნობა ისეთ ფინანსურ გიგანტებზე, როგორიცაა JP Morgan Chase.

9. ოპენჰეიმერი
ისინი განაგებენ დიდ წილს კომპანიებში, რომლებიც ფლობენ მსოფლიოს მინერალური სიმდიდრის დიდ საბადოებს. ოპენჰეიმერების საკუთრებაშია De Beers და Anglo American–ს, რომლებიც ამუშავებენ მსოფლიოს ალმასის, პლატინის და ოქროს მარაგის უდიდეს ნაწილს.

10. თათა
ეს ოჯახი არის ყველაზე დიდი კერძო მეწარმე მსოფლიოს ერთ–ერთ მოსახლეობით მრავალრიცხოვან ქვეყანაში – ინდოეთში. მათ დიდი გავლენა აქვთ მრავალი სახის ბიზნესში. თათას ოჯახს დამსახურება მიუძღვით ინდოეთის ენერგო მომარაგების და აეროპორტების საქმეში. ეს ოჯახი მსოფლიოშე ყველაზე იაფასიან ავტომობილებს უშვებს, მაგრამ ნამდვილად ერთ–ერთი უმდიდრესია.

Share