Home » ეკონომიკა » „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.

დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო.

“მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” 2018 წლის რეიტინგი ასეთია:

  1. ჰონგ-კონგი;
  2. სინგაპური;
  3. ახალი ზელანდია;
  4. შვეიცარია;
  5. ირლანდია;
  6. აშშ;
  7. საქართველო;
  8. მავრიკის რესპუბლიკა;
  9. გაერთიანებული სამეფო;
  10. ავსტრალია.

2018 წლის ინდექსი მომზადებულია ჯეიმს გვორთნის (ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რობერტ ა. ლოუსონის (სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტი) და ჯოშუა ჰელის (დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი) მიერ.  აღნიშნული რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2016 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.

რეიტინგში დიდი ეკონომიკის ქვეყნების შემდეგ ადგილებს იკავებენ:
•20. გერმანია;
•41. იაპონია; 
•57. საფრანგეთი;
•96. ინდოეთი;
•87 რუსეთი;
•108. ჩინეთი;
•144. ბრაზილია;

რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ ადგილებს იკავებენ:
•29. სომხეთი 7.60;
•86. თურქეთი 6.82;
•106. აზერბაიჯანი 6.38;

Share