Home » ეკონომიკა » მსოფლიო ბანკი: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი გაზრდილია
მსოფლიო ბანკი: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი გაზრდილია

მსოფლიო ბანკი: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი გაზრდილია

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ბანკი აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკების ანალიტიკურ კლასიფიკაციას, რომელიც ეფუძნება მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე.

2015 წელს მსოფლიო ბანკის მიერ, დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე 1,025 აშშ დოლარი ან ნაკლები შეადგინა, საშუალოზე დაბალ ეკონომიკად დასახელდა ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 1,026-3,035 აშშ დოლარია, საშუალოზე მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად – სადაც ანალოგიურმა მაჩვენებელმა 4,036-12,475 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკებად დასახელებულია ქვეყნები, სადაც მეშ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 12,476 აშშ დოლარს ან მეტს.

მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, საქართველოს მეზობელი რუსეთი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

Share