Home » ეკონომიკა » მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს $40 მლნ-ით დააფინანსებს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს $40 მლნ-ით დააფინანსებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს $40 მლნ-ით დააფინანსებს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა.

საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად. GENIE პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იქნება.

სააგენტო დაინტერესებულია პროექტის ფარგლებში ციფრულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საწარმოების შექმნით, ინოვატორების აღმოჩენით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებით სოფლის მეურნეობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ინოვაციური საქმიანობისგან. „პროექტი გააფართოებს იმ ადამიანების და ფირმების ჩართულობას გლობალური ინოვაციის და ცოდნის ეკონომიკაში, რომლებიც აქამდე მოწყვეტილნი იყვნენ ამ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სოფლად.

GENIE შექმნის კეთილდღეობის პერსპექტივას ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე დაყრდნობით“- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. GENIE პროექტის ძირითადი ამოცანაა ფირმების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ინოვაციის რეგიონულ და სათემო ცენტრებში ინვესტირებით, შინამეურნეობებისა და მცირე ბიზნესკომპანიებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდით, საწარმოებისთვის მეტი ინოვაციური უნარების შეძენით და ინოვატორებისთვის დაფინანსებასთან წვდომის გაზრდით. ეს პროექტი „მსოფლიო ბანკსა“ და საქართველოს შორის პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და თანხვედრაშია ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანთან, რაც სამუშაო ადგილების ზრდას გულისხმობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით. „GENIE წარმოადგენს „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას, რომლის განმავლობაში ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. განხორციელდება ინვესტიცია სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციის პოტენციალის, ადამიანური კაპიტალის და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად“, – აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, GENIE-ს მთავარი მიზანი დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ინოვატორების და ფირმების დაკავშირება იქნება გლობალური ვაჭრობისა და ცოდნის ქსელებთან. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინოვაციური ეკოსისტემები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელება და შედეგად განავითარებს მცირე ბიზნესს, შექმნის ახალ, კარგ სამუშაო ადგილებს, ინოვაციურ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობა,“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და კერძო სექტორის განვითარების უფროსმა სპეციალისტმა, თომას ჰევენმა. საქართველოს მთავრობა GENIE-ს მიერ ხელშეწყობილ საქმიანობას განვიხილავს როგორც კრიტიკულს უწყვეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რამდენადაც ის დააჩქარებს ბიზნესების და ადამიანების ინოვაციურ საქმიანობას.

წყარო: bpi.ge

Share