Home » მსოფლიო » მსოფლიო ბანკი ნავთობის ფასის 10 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკი ნავთობის ფასის 10 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი ნავთობის ფასის 10 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი ნავთობის მსოფლიო ფასის 10 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებს.
გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ირანს საბოლოოდ მოეხსნება ეკონომიკური სანქციები, 2016 წელს ბარელი ნავთობის დაახლოებით 21%-ით ანუ 10 დოლარამდე გაიაფებაა მოსალოდნელი.
დოკუმენტის თანახმადვე, მას შემდეგ რაც ირანი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდება, ეს ნავთობის გლობალურ მიწოდებას დღეღამეში მილიონამდე ბარელით გაზრდის რაც ფასების ვარდნის მიზეზი გახდება.
თეირანის ბირთვული პროგრამის გამო ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2012 წლის ზაფხულში დაწესდა. მიმდინარე წლის 14 ივლისს, ირანმა და საერთაშორისო მომლაპარაკებლების ექვსეულმა ვენაში, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე წინასწარი შეთანხმება დადეს.
90 დღეში დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ქვეყანას ეკონომიკური სანქციები მოეხსნება.

 

წყარო

 

Share