ბოლო 1 კვირაში მეორედ, GULF-ის ქსელში საწვავის ფასი ისევ გაზარდა. რამდენიმე მარკის საწვავი 2 -3 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, G-Force პრემიუმის ფასი 2.19 ლარი გახდა, ევრო რეგულარის 2.02 ლარი.
ფასები გაზრდილია “ვისოლის” ქსელში. EKO პრემიუმი 2.23 ლარი ღირს, ევრო რეგულარი 2 ლარია, EKO სუპერი 2.35 ლარი. დიზელ ენერჯი 1.9 ლარი. ბოლო მატების შემდეგ ფასები 1-5 თეთრით არის გაზრდილი.
ფასებმა მოიმატა “ლუკოილის” ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზეც. ზრდა ამ შემთხვევაშიც 5 თეთრია.
წყარო: Gbc.ge