Home » ეკონომიკა » მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს
მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გაზაფხულზე დაანონსებული პრივატიზაციის ფარგლებში ამ დროის მონაცემებით, 7 მსხვილი ობიექტი გაიყიდა.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” აქტიურად მუშაობს ინვესტორებთან საპრივატიზებო ობიექტების გასხვისების კუთხით. ამ ეტაპზე სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850800 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 30 000 000 ლარის ინვესტიცია”, – აცხადებენ სამინისტროში.

უფრო კონკრეტულად, პრივატიზებულია: 1. თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #60-ში მდებარე ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო. 3. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #13-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი “მეშახტე”. 4. ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი). 5. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული. 6. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძისქუჩა #17/4 -შიმდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 7. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი #9-ში მდებარე შენობა.

ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა # 21-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3841 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. უძრავი ქონება, რომლის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 8 200 000 ლარს. აუქციონი გუშინ, 18 სექტემბერს დამთავრდა.

bpn.ge

Share