Home » ეკონომიკა » „მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“
„მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“

„მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“

მას შემდეგ, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდება, ვალის კლების ტენდენცია გვექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა 2 მლრდ 38 მლნ ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, თუმცა კაკაურიძის განცხადებით, ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 45%-ის ფარგლებშია.

„ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა შესაძლო შოკები განხილულია და არც ერთი შოკის შემთხვევაში არ ავდივართ იმ ზღვრულ მაჩვენებლამდე, რომელიც ჩვენი ორგანული კანონითაა დადგენილი. ამიტომ, დღეის მდგომარეობით ვალის მოცულობა საკმაოდ უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება დასრულდება 2020-2021 წლებში, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

Share