Home » ფინანსები » მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე 50-მდე სესხი გაიცა

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე 50-მდე სესხი გაიცა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 50-მდე სესხი გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს, 17 სესხი განხილვის პროცესშია.

ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

Share