Home » ფინანსები » მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ

მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით” , – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 350 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, – თქვა პრემიერმა.

ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს, რომლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 350 მლნ ლარია.

Share