Home » ბიზნესი » მოზიდული პრემიით “ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

მოზიდული პრემიით “ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (86.11 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (71.18 მლნ.ლარი), „თიბისი“ (54.14 მლნ. ლარი),„იმედი L“ (48.63 მლნ. ლარი).

მეხუთე ადგილზეა „არდი“ (36.75 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 78.46 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ადგილს  54.15 მლნ ლარით „ალდაგი“ იკავებდა,45.74 მლნ ლარით მესამე ადგილზე  იმედი L“  იყო,მეოთხე ადგილზე 44.29 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევა“, მეხუთე ადგილზე კი  32.80 მლნ ლარით „არდი“ პოზიციონერობდა.

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2021 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 448,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 83,1 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 17,7 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 034,2 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 278,6 მილიონ ლარს.

business-partner.ge

Share