Home » ფინანსები » მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

პირველი აპრილიდან თბილისის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსები უფასო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა imedenews-ს განუცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტები და სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები შეღავათებით ისარგებლებენ. პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება და ტარიფები და შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებული წესების მსგავსი იქნება.

ამასთან, პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, რომელ მარშრუტებზეც მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი იყო, 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით.

Share