Home » ფინანსები » მოქალაქეთა ნაწილს 15 ნოემბრამდე ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს
მოქალაქეთა ნაწილს 15 ნოემბრამდე ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს

მოქალაქეთა ნაწილს 15 ნოემბრამდე ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ. კერძოდ, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ხოლო, გადასახადს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა იხდის.

აღსანიშნავია, რომ ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

bpn.ge

Share