Home » ფინანსები » „მოქალაქეებს თავისი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ”
„მოქალაქეებს თავისი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ"

„მოქალაქეებს თავისი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკის გუნდი, ერონული ბანკი და ფინანსური ორგანიზაციები მუშაობენ იმაზე, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ე.წ ჭერი დაწესდეს.

ბახტაძის თქმით, ადამიანმა, სესხის აღებისას აუცილებელია იცოდეს, მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში რა შეიძლება იყოს.

„ადამიანები სესხს იღებდნენ, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ მათ ჰქონდათ ისეთი ხარჯები, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, ჯარიმები და საურავები, რომელიც პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ზოგჯერ ახუთმაგებდა კიდეც. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, რომ ჩვენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე გადავიდეთ. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია.”- განაცხადა ბახტაძემ.

Share