Home » საზოგადოება » მოპედებისა და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
მოპედებისა და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

მოპედებისა და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის,  მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა საქართველოში ისედაც ეკრძალებოდათ, თუმცა სამომავლოდ წარმოდგენილი ცვლილებებით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის-ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

“დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, კანონის ეს პუნქტები არარელევანტურია და შესაბამისად, მათი ამოღება ხდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

Share