Home » ეკონომიკა » Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი „სტაბილურიდან” „ნეგატიურამდე” შეამცირა

Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი „სტაბილურიდან” „ნეგატიურამდე” შეამცირა

Moody’s Investors Service-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიური“ Ba2 დონემდე შეამცირა.

სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომით გამოწვეულ გაზრდილ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის გამო რუსეთთან დაძაბულობას და რეგიონში რუსეთის არაპროგნოზირებად სტრატეგიულ ზრახვებს ასახავს.

ზოგადად, საკრედიტო რეიტინგს კეთილდღეობის სუვერენული ფონდები, ასევე საპენსიო ფონდები და სხვა ინვესტორები ქვეყნის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ, რაც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სასესხო ღირებულებაზე.

Moody’s შეცვლილი რეიტინგი 28 აპრილამდელ მდგომარეობას ასახავს.

Share