Home » ფინანსები » მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი არ არის
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი არ არის

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი არ არის

ეროვნული ბანკი ოთხშაბათს, გიორგი ქადაგიძის გარეშე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) პირველ სხდომას გამართავს და განსაზღვრავს, როგორი იქნება მაისამდე მთავარი ბანკის მთავარი განაკვეთი.

მპკ-ს სდომაზე დებიუტი უნდა ჰქონდეს საბჭოს ახალ წევრს კობა გვენეტაძეს.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა არსებულ 8%-ზე მაღლა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს (5%) მხოლოდ 0,6 პუნქტით აღემატება და პროგნოზის ფარგლებშია. უფრო მეტიც, წინა პროგნოზით, ეროვნული ბანკი მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირებასაც ელის.

თუ გადავხედავთ მსოფლიო ბაზრებს, თებერვალში სურსათზე ფასებიც სტაბილური დარჩა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაციის (FAO) ინდექსი 150.2 ქულით განისაზღვრა, 14,5 %-ით ნალებია შარშან ამავე თვის მონაცემებზე.

ფასების ზრდაზე მომავალში შესაძლოა აისახოს ნავთობის გაძვირება. ბოლო დღეებში ნავთობის ფასის ტრენდი აღმავალია, თუმცა ზრდა ჯერ არც მკვეთრია და არც მყარი.

აღსანიშნავია, რომ წინა სდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა და განაცხადა, რომ “თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის”.

უფრო კონკრეტულად, როგორ შეაფასებს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ეროვნული ბანკი, რომლის კონსტიტუციური მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: GBC

Share