Home » ფინანსები » მომხმარებელს აფთიაქ “იმპექსში” ორ პირბადეში 3 ლარი 70 თეთრი გადაახდევინეს

მომხმარებელს აფთიაქ “იმპექსში” ორ პირბადეში 3 ლარი 70 თეთრი გადაახდევინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა “ახალი კვირის” ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს, სადაც ის პირბადეში გადახდილი ქვითრის ფოტოსაც ურთავს, რომლიდან ვგებულობთ, რომ აფთიაქ “იმპექსში” 2 პირბადეში 3.70 ლარია გადახდილი.

იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy ამას ქვია საკუთარი ხალხის ღალატი და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება! მე, როგორც რიგითი მოქალაქე და თქვენი მუდმივი მომხმარებელი, სულ რომ უწამლოდ ვკვდებოდე, თქვენთან აღარასდროს შემოვალ!
P.S. გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ ვიყო, ასეთ შემთხვევებს პირად კონტროლზე ავიყვანდი და ბიზნესი კი არა, თავბედს გაწყევლინებდით!
P.S.S. არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს და რომ მოხმარება-მიწოდების პრინციპით მართლდება ეს ღორობა!”, – წერს ჯანაძე.

იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy ამას ქვია საკუთარი ხალხის ღალატი და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება! მე, როგორც რიგითი…

Gepostet von Tamta Janadze am Freitag, 28. Februar 2020

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა პირბადეებზე ფასების ზრდას, ჯანდაცვის სამინისტრომ კი აფთიაქებს მოუწოდა, რომ პირბადეები “შესაბამის ფასში” გაყიდონ. ხოლო „ავერსმა“ და „პსპ“-მ პირბადეებზე ფასის გაზრდის შესახებ ინფორმაცია უარყო და განცხადება გაავრცელა, რომ ნიღბები მათ ქსელში 15-18 თეთრი ღირს.

Share