Home » საზოგადოება » მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება, – ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად სოფო ხალვაშმა განუცხადა.

“ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე შემოთავაზება არაერთხელ მივიღე თავად მერისგან, ლაშა კომახიძისგან. დიდი ხანი ვფიქრობდი და მხოლოდ ახლა მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ ბათუმელებისთვის… აქამდეც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ვფიქრობდი. ყოველთვის უარს ვამბობდი, არ ვიცოდი რამდენად ჩემი საქმე იყო, საბოლოოდ კი დამარწმუნეს, შეგიძლიაო და ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემი მთავარი პირობა იყო სცენა და მიკროფონი არ დამეთმო, მითხრეს, არც არავინ გთხოვს ამის დათმობასო და ვნახოთ, რა იქნება,” – განაცხადა ხალვაშმა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­კეთ­დე­ბა.

Share