Home » საზოგადოება » მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ
მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, 90 ერთეულ ევროპული სტანდარტების მქონე ელექტროძრავიან ავტობუსზე. მათგან 30 ერთეული 8 მეტრიანი, ხოლო 60 ერთეული 10 მეტრიანი ელექტროავტობუსი იქნება.

„დღეის მდგომარეობით, ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ერთეული ხაზზე მომუშავე ავტობუსებიდან 120 რთეული 2016-2017 წწ შეძენილ CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალ ავტობუსს წარმოადგენს და რეზერვშია 24 ერთეული, შესაბამისად ჩასანაცვლებელი ავტობუსი რეზერვის გათვალისწინებით 550 ერთეულს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ელექტროძრავიანი მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა, რომლის მიზანია საქალაქო ტრატრანსპორტის პარკის განახლება/შევსება ახალი ავტობუსებით,“-აღნიშნულია პროექტში.

Share