Home » საზოგადოება » მოითხოვს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია შვედებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლას – იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარებს

მოითხოვს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია შვედებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლას – იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარებს

Sports.ru-ზე დაყრდნობით, საქართველის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი,  მიხეილ აბაიშვილი, სოციალურ ქსელში შვედი საფეხბურთო ლეგენდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ წერს, რომ იგი ბუკმეიკერული კომპანია Bethard-ის მეწილეა, რაც ფიფას და უეფას წესებით ეს სასტიკად აკრძალულია.

მისი თქმით, ეს სავსებით საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შვედეთსა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის შედეგის ანულირება და შვედებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლა მოითხოვოს.

“ბანკები და ფინანსები” სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ აბაიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის ბუკმეკერული კომპანია “ბეტჰარდის”)(bethard)  წილის მფლობელი, რაც ფიფას და უეფას წესებით სასტიკად აკრძალულია. ამის გამო ზლატანი შესაძლოა 3-წლიანი დისკვალიფიკაციით და სერიოზული ფულადი ჯარიმით დასაჯონ.

უფრო მეტიც: იბრა უშუალოდ მონაწილეობდა იმ მატჩებში, რომლებზეც ეს კომპანია ფსონებს იღებდა. ერთ-ერთი ასეთი თამაშია მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 25 მარტს სტოკჰოლმში გაიმართა და შვედების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ეს სავსებით საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის შედეგის ანულირება და შვედებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლა მოითხოვოს. უეფა და ფიფა ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: Sports.ru”, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ აბაიშვილი.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2655768694715971&id=100008485989479

Share