Home » საზოგადოება » მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო ევრაზიაში მეორე ადგილზეა
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო ევრაზიაში მეორე ადგილზეა

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო ევრაზიაში მეორე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მონაცემების და შეფასების მიხედვით საქართველო მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით მოწინავე პოზიციებს იკავებს. კვლევაში 136 ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც 14 სხვადასხვა მიმართულებით მოხდა მათი ტურისტული სექტორის შეფასება.

საქართველომ 136 ქვეყანას შორის, 70-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესებული შედეგია.  რეიტინგის მიხედვით ესპანეთი პირველ ადგილზეა და შემდგომ მოდიან გერმანია და საფრანგეთი. რაც შეეხება იემენს და ჩადს, ისინი ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.

რეგიონში თურქეთი 44-ე ადგილზე, რუსეთი 43-ე ხოლო საქართველო 70-ე ადგილზე არიან. საქართველოს შემდეგ კი აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ირანი მოდიან. როგორც კვლევაშია აღნიშნული საქართველოს წინ უსწრებს ეგვიპტეს, ხოლო 1 საფეხურით ჩამორჩება ისრაელს.

ინდექსს ადგენენ ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით როგორიცაა, ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, უსაფრთხოება. ბიზნესგარემო, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხი, ბუნებრივი რესურსების ოდენობა. ამავდროულად, საქართველო საუკეთესო ბიზნეს გარემოს შექმნით მსოფლიოში 22-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ბიზნესის უსაფრთხოების მაჩვენებლით 29-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ჯანდაცვას და ჰიგიენას, ამ მაჩვენებლით საქართველომ 136 ქვეყანას შორის 36-ე ადგილი დაიკავა, რაც ანგარიშის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

ლევან ლაგვილავა

Share