Home » საზოგადოება » “მოგვიწევს მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ “(ვიდეო)
"მოგვიწევს მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ "(ვიდეო)

“მოგვიწევს მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ “(ვიდეო)

“დავკარგავთ ისევ ყველაფერს და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, რომ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა აცხადებს.

“ჩვენ ისე აღარ გვინდა, როგორც ადრე იყო, ჩვენ გვინდა რომ საბოლოოდ ვინმე წამოდგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ 4 წელი გავიდა და ეს ხელისუფლება, ეს პრეზიდენტი ამას ვერ ცვლის. ჩვენ ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც რამეს გააკეთებს იმისათვის, რომ შეიცვალოს რაიმე.

ბოლო დროს იმართებოდა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იღებდა და ყველა აღნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ძალიან ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით.

როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან, აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აქვს იმის უნარი, რომ ეს მოახდინოს. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამას, აბა სხვა შემთხვევაში, რისთვის იყო ეს ომი საჭირო, რისთვის მივაბარეთ ამდენი ძმა მიწას.

ახლა საბოლოოდ, მას მერე, რაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, როგორიც არასდროს გვქონია. ჩვენი ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანები დგანან, რომლებსაც მართვა არ შეუძლიათ და არც წასვლა არ უნდათ. ამაში დამნაშავე ყველანი ვართ, პირველ რიგში მე. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ვინმე მოვიდოდა, ვინც რამეს გააკეთებდა.

დღეს ვიცნობ უკვე რამდენიმე ადამიანს, ვისაც პრეზიდენტობა სურს. ერთადერთი ადამიანი, რომელშიც ვხედავ პოტენციალს, რომ შეძლებს რამის გაკეთებას და ქვეყანას ამ სიტუაციიდან გამოიყვანს, ეს ბჟანიაა.

ასე თუ გაგრძელდა, ის ტრაგედია მოხდება, რაც აქამდე მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ, ასე რომ, დავკარგავთ ისევ ყველაფერს და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, რომ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. მე ეს არ მინდა მოხდეს”, – აცხადებს შამბა.

Share