Home » მსოფლიო » Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

​ამერიკული კომპანია Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვისთვის დღეს მიმართავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეგულატორებმა უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია პრეპარატი, რის შემდეგაც მისი ფართო გამოყენების რეკომენდაციის გაცემაზე იმსჯელებენ.

კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ს აღემატება. ტესტირებაში მონაწილეობა 15 ათასმა მოხალისემ მიიღო. ნახევარმა პლაცებო მიიღო, ნახევარმა კი ნამდვილი ვაქცინა. საკონტროლო ჯგუფში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 185 იმ ჯგუფის წევრებს შორის დაფიქსირდა, ვინც პლაცებოს იღებდა. პრეპარატს რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ აქვს.

ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველებს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ეფექტიანობა 62-90%-ს შეადგენს, Pfeizer-ისა და Moderna-ს შემთხვევებში კი ეს მაჩვენებელი 94%-ზე მაღალია.

წყარო: imedinews.ge

Share