Home » ბიზნესი » მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა
მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა

მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა

მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს – გთავაზობთ კომისიის განცხადებას უცვლელად:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად  აღრიცხვა.

მიმდინარე კვლევის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების „BU LRIC“ მეთოდოლოგია გამოიყენა  (http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations). აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ამ მომსახურებებზე „BU LRIC“  მოდელით გაანგარიშებული ტარიფების  დადგენა.

დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი – 2 თეთრს შეადგენს  წუთზე, გადასახადების  ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში- 3,5 თეთრს გადასახადების  ჩათვლით.

კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება, პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ურთიერთჩართვის ტარიფის კლების სქემა შემდეგია:

მობილური სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელითვის“ და შპს „მობიტელისთვის“  ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სს „სილქნეტისთვის“, შპს „ახალი ქსელებისთვის“, შპს „ახტელისთვის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „ივერია ქსელებისთვის“   ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე

– www.gncc.ge

Share