Home » საზოგადოება » მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ – დავით ნარმანია

მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ – დავით ნარმანია

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ მათ შო­რის, არც 2021 და 2022 წლებ­ში.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის” მიერ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფის ზრდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ტა­რი­ფის ზრდა სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი სე­მე­კის მიერ 3 წლის ვა­დი­თაა დად­გე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პე­რი­ოდ­ში ტა­რი­ფის ზრდა არ მოხ­დე­ბა.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი ერთი წლის წინ და­ვად­გი­ნეთ სამ წლი­ა­ნი ვა­დით, რაც ნიშ­ნავს, რომ 2021 და 2022 წლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ.

კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ფასი დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ სა­ჭი­რო­ებს კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით გვაც­ნო­ბა კომ­პა­ნი­ამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ”, – აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვრი­დან შპს” თბი­ლი­სი ენერ­ჯის” არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, პუ­რის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24 თეთ­რით ეზ­რდე­ბათ და ერთ კუ­ბურ მეტრზე 86 თეთ­რის ნაც­ლად, ერთი ლა­რით და 10 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

Share